თავისუფალი გაკვეთილები
ინტელექტუალურ-შემეცნებითი მიმართულება
ქვემიმართულება რა? სად? როდის?
1.სამიზნე ჯგუფი - 7-8 კლასის მოსწავლეები.
2.კურისის ხანგრძლივობა 20სთ.
3.გაკვეთილის ხანგრძლივობა 60წთ.
4.მიზანი - მოსწავლეების ზოგადი განათლების დონის ამაღლება, ინტელექტუალური თამაშებით, შეჯიბრის მოწყობით.
5.შედეგები - მოსწავლეებმა აიმაღლეს ზოგადი განათლების დონე, ისწავლეს ისტის გამოყენებით ინფორმაციის მოძიება, დახარისხება, დამუშავება, აუდიტორიისთვის გაცნობა, რესურსების შექმნა და მართვა, თვითშეფასების უნარის გამომუშავება.
6.მეთოდოლოგია - ინტერაქტიური,ინტეგრირებული,პრაქტიკული,ინდივიდუალური მუშაობა წყვილებში, ჯგუფებში, სწავლა კეთებით, თამაშით, თანამშრომლობითი სწავლება, დისკუსია, კითხვა-პასუხი.
7.კურსის მოკლე აღწერა- ჯგუფის შექმნა, მიზნის გაცნობა, აქტივობების ჩამონათვლებიდან ან კიდევ მოსწავლეთა შეთავაზებების გათვალისწინებით თემების შერჩევა, დაზუსტება, გაცნობა გაანალიზება, გამოყენება, შეჯიბრების მოწყობა, გამარჯვებულების გამოვლენა.
რეკომენდირებული აქტივობები:
1.გუნდის ფორმირება, შესავალი ნაწილი.
2.საორიენტაციო თემების შერჩევა, დავალებების მიცემა.
3.შეჯიბრი "სპორტი".
4. შეჯიბრი "გროგრაფია-ფლორა და ფაუნა"
5. საქართველოს კუთხეები- შეჯიბრი.
6. შეჯიბრი ქართული ტრადიციები.
7. ძევერისა და შერთულის ისტორიების შესახებ ინფორმაციების მოძიება.
8. თემა "ქართული კინო".
9. შეჯიბრი ქართველი მეფეები.
10. შეჯიბრი ვინ მეტი იცის მათემატიკაში.
11. სახვითი ხელოვნება, შეჯიბრი ხატვაში.
12. ლექსის მხატვრული კითხვა.
13. ქართული ანბანი "ჩუქურთმებით გაფორმება".
14. შეჯიბრი წაკითხული ნაწარმოების პრეზენტაციაში.
15. ქართული მუსიკა.
16. შეჯიბრი "ამოვიცნოთ გეომეტრიული ფიგურები".
17. შეჯიბრი თანამედროვე ტექნელოგიები.
18. ძველი ქართული თამაშები - თამაში "ქალაქობანა"
19. შეჯიბრი "გეომეტრიული ფიგურის გამოჭრა"
20. შეჯამება ფინალი.
რესურსები:
ლიტერატურა და აღჭურვილობა.
1.აქტივობები, შესაბამისი ლიტერატურა.
2. საგნობრივი ლიტერატურა, ინტერნეტი,კომპიუტერი, პროექტორი, მაგნიტური დაფა, მარკერები, თაბახის-ფორმატის ან ფლიპ ჩარტის ქაღალდები, ფერდი წებოვანი ფურცლები, მაკრატელი, წებო, წებოვანი ლენტა, ფერადი ცარცები.
გაკვეთილები
1. 10.05.2017წ
თემა: გუნდის ფორმირება შესავალი ნაწილი.
მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია თავისუფალი გაკვეთილების შესახებ, თუ რა მიზანს ისახავს და რა შედეგზე გავლენ, რომ იგი არ გავს ტრადიციულ გაკვეთილებს. გავაცანი მუშაობის გრაფიკი, გაკვეთილების ხანგრძლივობა და სხვა ორგანიზაციული საკითხები გუნდს დაერქვა სახელი "იმედი ხვალის".
2. 18.05.2017.
თემა: თემების შერჩევა და დავალების მიცემა.
მასწვლებლის მიერ წინასწარ შერჩეული აქტოვბებიდან მოსწავლეებმა აირჩიეს გარკვეული თემები და მოახდინეს საკუთარი შეხედულებისამებრ მათი ჩანაცვლება სხვა თემებით.
3. 24.05.2017
თემა: შეჯიბრი "სპორტი"
მოსწავლეებმა გაკვეთილზე წარმოადგინეს წერილობით კითხვები სპორტისა და სპორტსმენების შესახებ. ჯგუფიდან გამოიყო ერთი მოსწავლე, რომელსაც უნდა დაეფიქსირებინა შედეგები, განესაზღვრა დრო 1 წუთი, ვინ მეტ სწორ პასუხს გასცემდა კითხვებს. ზოგიერთმა მოსწავლემ წარმოადგინა საკუთარი ხელით შესრულებული სპორტსმენების ფოტოები, გუნდის წევრებს უნდა ამოეცნოთ თუ ვისი ფოტო იყო ნახატზე. შედეგების მიხედვით გაიმარჯვა ჯ.კეჩხუაშვილმა.
4.
31.05.2017.
თემა: საქართველოს ფლორა და ფაუნა - შეჯიბრი გეოგრაფია.
ჯგუფი დაიყო 2 ნაწილად. გამოიყო ერთი მოსწავლე შედეგების დასაფიქსირებლად, ჯგუფის წევრებს ეძლეოდათ მოსაფიქრებლად 1 წუთი სულ დაისვა ათი-ათი კითხვა. საბოლოო შედეგები აღმოჩნდა თანაბარი, გაკვეთილი იყო ხალისიანი.
5. 07.06.2017.
თემა: საქართველოს კუთხეები.
ეს აქტოვობა მასწვლებელმა წინასწარ დაანონსა წინა გაკვეთილზე, რომ მოსწავლეებს წინასწარ შეერჩიათ კითხვები საქართველოს კუთხეების შესახებ. შეჯიბრი ჩატარდა ინდივიდუალურად. თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა 5-5 კითხვა და საკუთარი ხელით შესრულებული სხვადასხვა კუთხეების ამსახველი სურათები. განსაკუთრებულად საინტერესო იყო ქ.ბუხრაძის მიერ წარმოდგენილი სვანეთის კოშკები. გაკვეთილში ყველა მოსწავლე აქტიურობდა და ყველა მოსწავლე გახდა გამარჯვებული.
6. 12.06.2017.
თემა: ქართული ტრადიციები.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლებში ინტელექტუალური ცოდნის დონის ამაღლება. გაკვეთილი დაიწყო გარემოს მოწყობით, მერხების განლაგებით. მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებში, წარმოადგინეს საქართველოს თითოეული კუთხის დამახასიათებელი თავისებურებები, თმდაც როგორ ხვდებიან ახალ წელს ან სხვა დღესასწაულებს. მათ მიერ გამოთქმული აზრები საინტერესო იყო რამაც კიდევ ერთხელ აჩვენა ასეთი გაკვეთილების მნიშვნელობა მოსწვლეებისთვის.
7. 13.06.2017.
თემა: შეჯიბრი ძევერა-შერთულის ისტორიების შესახებ.
გაკვეთილს ესწრებოდა ყველა მოსწავლე. გაკვეთილი იყო ინფორმაციული ხასიათის, მოსწვლეებმა წარმოადგინეს ძევერისა და შერთულის წარმოშობის, მდებარეობის შესახებ ინფორმაციები. მათი სახელების დარქმევის ისტორია. გაკვეთილი წარიმართა დისკუსიის სახით სადაც გამოიკვეთა რამდენიმე მოსწავლე, ამ გაკვეთილმა მოსწავლეებს შეუქმნა წარმოდგენა საკუთარი სოფლების წარმოშობისა და განვითარების შესახებ. ყველა მოსწავლე ერთნაირ შედეგზე გავიდა.
8. 14.06.2017.
თემა: შეჯიბრი ქართული კინო.
გაკვეთილს ესწრებოდა ყველა მოსწავლე. მათ შორის გაიმართა შეჯიბრი კითხვა-პასუხის სახით. იმის მიუხედავად, რომ დღევანდელ მოსწავლეებს ნაკლებად აინტერესებთ ქართული კინოები და ქართველი მსახიობები, რამდენიმე მოსწავლის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ ისინი მაინც დააინტერესა. განსაკუთრებულად გამოიკვეთნენ ქართველი მსახიობები: ლეილა აბაშიძე, ლია ელიავა და სხვები. მოსწავლეებმა თანაბარი რაოდენობის კითხვები დასვეს და თანაბარი შედეგები აჩვენეს.

9. 25.05.2017.
თემა: შეჯიბრი ქართველი მეფეები.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით შესრულებული ნახატები, ფოტო მასალები ქართველი მეფეების შესახებ. განსაკუთრებით საინტერესო იყო თამარ მეფის სამკაულების წარმოდგენა. გაკვეთილში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული, გაკვეთილი წარიმართა კითხვა-პასუხის და დისკუიის სახით. ყველა მოსწავლემ თანაბარი შედეგი აჩვენა.
10. 27.09.2017.
თემა: ვინ მეტი იცის მათემატიკაში.
მოსწავლეებმა წინასწარ მოამზადეს სხვადასხვა რესურსები: ნახაზები, ნახატები, გეომეტრიული ფიგურები, სივრცული ფიგურები. თითოეულ მოსწავლეს შემთხვევით უნდა აეღო თითოეული რესურსი და უნდა დაეხასიათებინა. გაკვეთილი საინტერესო გამოვიდა, ამომწურავი პასუხი გასცეს ძირითადად მერვე კლასის მოსწავლეებმა გ.ლომსაძემ და ლ.წიქარიძემ.
11. 04.10.2017.
თემა: შეჯიბრი სახვით ხელოვნებაში, ხატვა.
გაკვეთილის მიზანი იყო ხელოვნების დარგის, ხატვის პოპულარიზაცია, შესაძლებლობების მიხედვით ნახატების თავისუფალ თემაზე შესრულება. გაკვეთილის ამ ნაწილს დაეთმო 40 წუთი, 20 წუთი პრეზენტაციას. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პეიზაჟები, ბუნების სურათბი, გოგონას პორტრეტები, ნატურმორტები და სხვა ნახატები.აღნიშნულ გაკვეთილს ესწრებოდა ხელოვნების მასწავლებელი ე.შოშიტაშვილი ჟიურის სახით. საინტერესო ნახატები შეასრულეს ნ.ტუხიაშვილმა, ქ.ბუხრაძემ, თ.წიქარიძემ და ე.ჯოლბორდმა.
12. 18.10.2017.
თემა: ლექსის მხატვრული კითხვა.
მოსწავლეებმა ამ გაკვეთილზე წაიკითხეს მხატვრულად ლექსები. გაკვეთილს ესწრებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირინე ხმიადაშვილი, რომელმაც გაკვეთილის ბოლოს შეაჯამა შედეგები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქ.ბუხრაძის გამოსვლა, გაკვეთილი ხალისიანად წარიმართა.

13. 25.10.2017.
თემა: ქართული ანბანი (ჩუქურთმა).
გაკვეთილის მიზანი იყო ქართული ასოების გაფორმება, დახატვა და განსხვავებული ჩუქურთმებით წარმოდგენა. მოსწვლეებს წინასწარ დაურიგდათ: თაბახის ფურცლები, მაკრატლები, ფერადი ფურცლები, მარკერები, წებოვანი ფურცლები. დრო მიეცათ 40 წუთი. თითოეულ მოსწავლეს მიეცა 4 ასო. ამ აქივობას ყველა მოსწავლემ წარმატებით გაართვა თავი, ისინი ცდილობდნენ გაელამაზებინათ და გამოეჭრათ ასოები. ყველა მოსწავლემ თანაბარი შედეგი აჩვენა.
14. 02.11.2017.
თემა: წაკითხული ნაწარმოების პრეზენტაცია.
თითოეულ მოსწავლეს სამი წუთის განმვლობაში უნდა წარმოედგინა ნებისმიერი წაკითხული ნაწარმოების პრეზენტაცია. ეს აქტივობა მოსწავლეებმა შეძლების და გვარად და საინტერესოდ შეასრულეს ამიტომ ყველა მოსწავლემ აჩვენა მზგავსი შედეგი.

15. 09.11.2017.
თემა: ქართული მუსიკა.
მოსწავლეებს წინასწარ დაურიგდათ საწერი კალმები და თაბახის ფურცლები. მათ უნდა ჩამოეთვალათ დასახელებული სიმღერები და მათი ავტორები. გამარჯვებული იქნებოდა ის მოსწავლე ვინც მეტ სიმღერას დაასახელებდა და ამომწურავად გასცემდა პასუხს. ამ აქტივობას დაეთმო 45 წუთი ხოლო გაკვეთილის ბოლოს მოხდა მისი პრეზენტაცია, წარმატებულად გამოვიდა მეშვიდე კლასის მოსწავლე ე.ჯოლბორდი.

16. 16.11.2017.
თემა: ამოვიცნოთ გეომეტრიული ფიგურები.
მოსწავლეებს მათემატიკის თემაზე ჩატარებული გაკვეთილები მოსწონთ,ამიტომ კიდევ ერთხელ დაიგეგმა გაკვეთილი მათემატიკაში გეომეტრიულ ფიგურებზე. ეს აქტივობა მათ დაეხმარება ცოდნის დონის ამაღლებაში.
17. 23.11.2017.
თემა: თანამედროვე ტექნელოგიები.
გაკვეთილი ჩატარდა ისტის ოთახში. მოსწავლეებს ძალზე აინტერესებდათ კომპიუტერზე მუშაობა. მასწავლებლის მითითებით მათ უნდა შეესრულებინათ ვორდის დოკუმენტში რაიმე გეომეტრიული ნახაზის აგება. ამ აქტივობას ყველა მოსწავლემ წარმატებით გაართვა თავი.

18. 06.12.2017.
თემა: ძველი ქართული თამაშები - თამაში "ქალაქობანა"
ქალაქობანა არის ძველი ქართული თამაში. ეს აქტივობა შერჩეული იქნა ძველი ქართული თამაშების პოპულარიზაციის მიზნით. მოსწავლეები კარგად არიან გაწაფული ამ თამაშში.

19. 13.12.2017.
თემა: შეჯიბრი გეომეტრიული ფიგურების გამოჭრაში.
მოსწავლეებს წინასწარ დაურიგდათ: მაკრატელი, წებო, თაბახის, ფლიპ ჩარტის ფურცლები, წებოვანი ლენტა, მარკერები. გაკვეთილის მიზანი იყო ვინ მეტ ფიგურას გამოჭრიდა განსაზღვრულ დროში და დაახასიათებდა ამ ფიგურას. პრეზენტაციას დაეთმო 15 წუთი, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული. გაკვეთილზე აქტიურობდნენ ვ.ჯოლბორდი , დ.მაკრახიძე. გაკვეთილის მიზანიიყო ცოდნის დონის ამაღლება.
20. 20.12.2017.
თემა: შეჯამება-ფინალი.
მეშვიდა და მერვე კლასის მოსწალეებთან სულ ჩატარდა 20 გაკვეთილი. თითოეული გაკვეთილი ითვალისწინებდა გარკვეული მიზნის მიღწევას, შედეგის ჩვენებას და სხვადასხვა მეთოდოლოგიის გამოყენებას. აქტივობები მორგებული იყო მოსწავლეთა ინტერესებზე რამაც უფრო გაზარდა მათი მოტივაცია, ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული გაკვეთილის მსვლელობაში, შექმნეს სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციები, მოიძიეს მასალები ინტერნეტიდნ, სხვადასხვა ლიტერატურიდან, აიმაღლეს ცოდნის დონე და ინტელექტუალური განვითარების დონე. გაკვეთილებს ჩატარების შემდეგ მართალია გამოვლინდა რამდენიმე აქტიური მოსწავლე, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა მოსწავლემ მეტ ნაკლებად მიიღო მონაწილეობა. მათ განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების უნარი, გაუფართოვდათ არაფორმალური შესაძლებლობების უნარი, მიეცათ სოციალური თავისუფლება, განუმტკიცდათ აუდიტორიის წინაშე წარდგენის, პრეზენტაციის უნარი, გამოუმუშავდათ თვით შეფასების უნარი. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა მოსწავლეებს გადაუხადა მადლობა გაკვეთილის მსვლელობაში მათი აქტიური დასწრებისათვის, მონაწილეობისათვის , თანადგომისათვის როგორც მასწსავლებლისადმი ასევე ერთმანეთის მიმართ. მოსწავლეებს გამოუმუშავდათ გუნდური მუშაობის უნარი , საინტერესო იდეების მოწოდებისთვის, საკუთარი თავის მაქსიმალური წარმოჩენისთვის. გამრჯვებული არ გამოვლენილა მაგრამ ყველა მოსწავლემ აქტიურად მიიღო მონაწილეობა.

