Wednesday, 13 February 2019

წრის გეგმა - "მათემატიკა ცხოვრებაში"


                                                                  ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გორის 
                                                                  მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის  საჯარო      
                                                                  სკოლის დირექტორს.
                                                                  ამავე სკოლის მასწავლებლის ჯულიეტა                        
                                                                                   მელქუაშვილის     
                                                                  
                                                             გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა   
სურვილი მაქვს ესგ-ით განსაზღვრულ საგანში-მათემატიკაში, უფასო დამატებითი,  საგანმანათლებლო მომსახურება საზოგადოებრივ საწყისებზე გავუწიო მეექვსე, მეშვიდე კლასის მოსწავლეებს.

დანართი:
1.დასაბუთება
2.წრის გეგმა და პროგრამა (იხილეთ მიბმული ფაილი)
3.მოსწავლის განაცხადის ფორმა...  ფურცელი (მატერიალური სახით)
4. მშობლის თანხმობის განაცხადი...  ფურცელი (მატერიალური სახით)









დანართი 1
  მათემატიკის სახელმძღვანელოში ნაკლებადაა ის საკითხები, რომლებიც პრაქტიკულადაა გამოსაყენებელი ცხოვრებაში. ამ ყველაფერს ვერ იტევს საგაკვეთილო პროცესი. მოსწავლეთა მხრიდან ჩნდება ინტერესი ზოგიერთი საკითხის მიმართ. ამისათვის შეიქმნა მათემატიკის წრე, სადაც განვიხილავთ მოსწავლეებისთვის საინტერესო საკითხებს. შეხვედრების ფორმატი იქნება ხალისიანი, საქმიანი, რის შედეგადაც მოსწავლეებს გაეზრდებათ საგნის შესწავლის მოტივაცია. ისინი ცოდნას გაიმრავალფეროვნებენ, პრაქტიკული კუთხით შეხედავენ მათემატიკის ამოცანებს. საწრეო მუშაობა მოსწავლეს მისცემს საშუალებას, რომ სწორად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები.

დანართი 2
წრის გეგმა და პროგრამა.
ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერის საჯარო სკოლა.
სემესტრის განმავლობაში მათემატიკის საწრეო მუშაობის წარმართვა.
წრის სახელწოდება: „მათემატიკა ცხოვრებაში“.
მასწავლებელი: ჯულიეტა მელქუაშვილი.
სამიზნე ჯგუფი: მეექვსე-მეშვიდე კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეთა რაოდენობა: 15.








მოსწავლეთა სია:
სახელი და გვარი.
კლასი.
მარიამ ბუხრაძე
VI
ნინო კეჩხუაშვილი
VI
ნინო მელქუაშვილი
VI
ლალი მელქუაშვილი
VI
მარიამ ჯოლბორდი
VI
მაია ჯოლბორდი
VI
ქეთი მელქუაშვილი
VI

ქრისტინე მელქუაშვილი
VII
ანანო კოპაძე
VII
მიხეილ კეჩხუაშვილი
VII
ეთერ დურული
VII
ტატო სუხიტაშვილი
VII
სალომე ჯავახიშვილი
VII
მარიამ ლომსაძე
VII
გვანცა ქარელი
VII


                                                    წრის მოკლე დახასიათება
  მათემატიკის სახელმძღვანელოში ნაკლებადაა ის საკითხები, რომლებიც პრაქტიკაში გამოიყენება. ეს საკითხები ვერ იტევს საგაკვეთილო პროცესს. მოსწავლეთა მხრიდან ჩნდება ინტერესი ზოგიერთი საკითხის მიმართ, ამისათვის შევქმენით მათემატიკის წრე, სადაც განიხილება მოსწავლეებისთვის საინტერესო საკითხები. შეხვედრების შედეგად ვფიქრობ დაიხვეწება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარი, გაუფართოვდებათ ინტერესის სფერო. შერჩეული თემები მოსწავლეებს საშუალებას მისცემს შესაძლებლობას გაიმრავალფეროვნონ ცოდნა, სხვა კუთხით შეხედონ პრაქტიკულ მათემატიკის ამოცანებს, იმსჯელებენ, შეაჯერებენ, იკამათებენ და გამოიტანენ სათანადო დასკვნებს. გაუღრმავდებათ ინტერესი საგნის მიმართ, ჯგუფური მუშაობა და პრეზენტაციები დაეხმარება მათ კომუნიკაციის, თანამშრომლობის უნარ-ჩვევების განვითარებაში. მოსწავლეები თავიანთი ინპროვიზაციით შექმნიან ნახაზებს, ნახატებს, შეაგროვებენ ფოტოებს. გამოყენებული იქნება სწავლა კეთებით, სწავლა თამაშით და სხვა მეთოდები. განმავითარებელი კომენტარები დიდ წვლილს შეიტანს მოსწავლეთა მრავალმხრივი სააზროვნო უნარების განვითარებაში. მოკლედ, საწრეო მუშაობა მოსწავლეს მისცემს საშუალებას გაიღრმავოს ცოდნა. მასწავლებელს კი უდაოდ დაეხმარება პროფესიული დონის ამაღლებაში, პედაგოგიური მოღვაწეობის სრულყოფაში. ეს ყველაფერი მოსწავლეს დაეხმარება მომავალში გადაწყვეტილებების მიღებაში.
რესურსები
  მაგნიტური დაფა, სახაზავი, ფანქრები, მარკერები, წებოვანი ქაღალდები, სივრცული სხეუები, წებო, ფორმატისა და თაბახის ფურცლები, კომპიუტერი, მაკრატელი, ფოტო კამერა.
1. თ. ვეხვაძე და სხვები, I – II ნაწილი, 1998 წ;
2. დ. ღვაბერიძე და სხვები, I – II ნაწილი, 2005 წ;
3. თ. ვეფხვაძე და სხვები, ამოცანათა კრებული, VI კლასი, 2018 წ;
4. თ. ვეფხვაძე და სხვები, ამოცანათა კრებული, VII კლასი, 2017 წ.

წრის მიზნები
1. მათემატიკური აზროვნების თვალსაწიერი გაფართოება;
2. მათემატიკის მიმართ ინტერესის გამომუშავება, მოიტივაციის ამაღლება;
3. მათემატიკის გამოყენება ყოველდღიურობაში;
4. სააზროვნო და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.
ესგ.  შედეგი
1)მოსწავლეს შეუძლია  მათემატიკური  მოქმედებების შესრულება რაციონალურ რიცხვებზე  თვლის პოზიციური სისტემის გამოყენებით.
2)მოსწავლე აკავშირებს  ზომის სხვადასხვა ერთეულებს და იყენებს მათ ამოცანების ამოხსნისას. ამოიცნობს  გეომეტრიულ ფიგურებს, ახდენს მათ კლასიფიკაციას,ხსნის
ამოცანებს ფართობების გამოთვლაზე.
3)მოსწავლე  ამოიცნობს სივრცულ გეომეტრიულ  სხეულებს, ადარებს  მათ სახეობებს ,ახდენს  კლასიფიკაციას და ხსნის ამოცანებს მოცულობის გამოთვლაზე.
                                           საწრეო მუშაობის პროგრამა და განრიგი
თემა
დრო
1.რიცხვები და თვლის წარმოშობა.
17.01.2019.
2.მათემატიკა ადამიანის ცხოვრებაში.
31.01.2019.
3.სიგრძისა და ფართობის ერთეულების გამოყენება.
14.02.2019.
4.მასისა და დროის ერთეულების გამოყენება.
28.02.2019.
5.ფიგურის ფართობის გამოთვლა.
14.03.2019.
6.სახალისო ამოცანები მათემატიკაში.
28.03.2019.
7.საზომი ერთეულების გადაყვანა დიდიდან მცირეში ან პირიქით.
11.04.2019.
8.მოცულობა.
25.04.2019.
9. ამოცანის პირობის მოკლედ ჩაწერა.
10.05.2019.
10. სივრცული ფიგურების შლილების დამზადება.
23.05.2019.
11. ნულით დაბოლოებული რიცხვების გამრავლება.
06.06.2019.
12. შეჯამება.
13.06.2019.

  წრის მუშაობა გაგრძელდება სასწავლო წრის მეორე სემესტრში. დაიწყება იანვრის თვეში.
  შეხვედრები ჩატარდება ორ კვირაში ერთხელ 14:00-დან 15:00-მდე.

დანართი 3
მოსწავლეთა განაცხადის ფორმა
მსურს გავწევრიანდე მათემატიკის წრეში და აქტიური მონაწილეობა მივიღო მის მუშაობაში. გავეცანი წრის მუშაობის პირობებს და გამოვთქვამ თანხმობას.
სახელი და გვარი:
კლასი:
ტელეფონი:
თარიღი:
მოსწავლის ხელმოწერა:
წრის ხელმძღვანელის ხელმოწერა:















დანართი 4
მშობლის განაცხადის ფორმა
სურვილი მაქვს ჩემმა შვილმა მიიღოს უფასო, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება მათემატიკაში წრის სახით.
სახელი და გვარი:
კლასი:
ტელეფონი:
თარიღი:
მშობლის ხელმოწერა:
წრის ხელმძღვანელის ხელმოწერა: 




                                                                   გაკვეთილი
1.
თემა: რიცხვები და თვლის წარმოშობა

მოსწავლეებს გავაცანი წრის სამუშაო გეგმა, საორგანიზაციო საკითხები, გაკვეთილის ხანგრძლივობა. კლასის ხელმძღვანელად ავირჩიეთ ს. ჯავახიშვილი.


2.
თემა: მათემატიკა ადამიანის ცხოვრებაში

ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა ისაუბრეს რიცხვების წარმოშობაზე, მათ ისტორიაზე და თუ რა როლი აქვს მათემატიკას ადამიანის ცხოვრებაში. გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები, რომ ისინი ამ თემების ირგვლივ წარმოადგენდნენ შესაბამის რესურსებს მოძიებული ინტერნეტიდან და სახელმძღვანელოებიდან.



3.
თემა: სიგრძისა და ფართობის ერთეულების გამოყენება.

წრის მეცადინეობას ესწრებოდა წრის ყველა წევრი. მოსწავლეებმა წარმოადგინეს სქემები სიგრძისა და ფართობის ერთეულების შესახებ.



4. 
თემა: მასისა და დროის ერთეულების გამოყენება.

მოსწავლეებმა კარგად იციან მასისა და დროის ერთეულები, მათი გადაყვანა პატარა ერთეულებიდან დიდ ერთეულებში და პირიქით. გაკვეთილის აქტივობა იყო ჯგუფური მუშაობა. მათ დაურიგდათ სხვადასხვა დავალებები, რის შედეგადაც ყველა ჯგუფმა წარმატებით გაართვა თავი.

5.
თემა: ფიგურის ფართობის გამოთვლა

მოსწავლეებმა წინასწარ დაამზადეს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები: მართკუთხედი, კვადრატი და გამოთვალეს მათი პერიმეტრი და ფართობი. გაკვეთილმა ძალზედ საინტერესოდ ჩაიარა.

6.
თემა: სახალისო ამოცანები მათემატიკაში.

წინა გაკვეთილზე მასწავლებელმა მოსწავლეებს დაავალათ მოეძიათ სახალისო ამოცანები, გამოცანები. კლასი დაიყო რამდენიმე ჯგუფად, თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინა მის მიერ მოტანილი რესურსი. გაკვეთილი წარიმართა შეჯიბრის სახით, ყველა მოსწავლე იყო აქტიურად ჩართული. ამ გაკვეთილით მოსწავლეებს გაეზარდათ მოტივაცია.

7.
თემა: საზომი ერთეულების გადაყვანა დიდიდან მცირეში ან პირიქით.

წინა გაკვეთილებზე განხილული იქნა სიბრძის, მასის, დროის საზომი ერთეულები, რის საფუძველზეც მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს საზომი ერთეულების გადაყვანა დიდიდან მცირეში და პირიქით. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ფართობის საზომის ერთეულის "ჰექტარი"-ს თემაზე მუშობა. 

8. 
თემა: მოცულობა.

გაკვეთილი წარიმართა პრაქტიკული სამუშაოს სახით. მასწავლებელმა თვალსაჩინოებისთვის გამოიყენა სივრცული ფიგურები, კერძოდ: პარალელეპიპედი, კუბი. მათ გაზომეს მათი განზომილებები და გამოთვალეს მოცულობები.

9. 
თემა:  ამოცანის პირობის მოკლედ ჩაწერა.

მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა მარტივი ამოცანა. შეასწავლა პირობის ანუ მოცემულობის დაწერა, მისი ამოხსნა. ყურადღება გამახვილდა გეომეტრიული ამოცანების განტოლების შედგენაზე. 

10. 
თემა: 
სივრცული ფიგურების შლილების დამზადება.

მოსწავლეებმა მოიტანეს წინასწარ დამზადებული ფიგურების შლილები. შემდეგ ავუხსენი რა არის წიბო, წახნაგი, წვერო. ეილერის ფორმულის გამოყვანა სივრცული ელემენტების მიხედვით.

11.
თემა: ნულით დაბოლოებული რიცხვების გამრავლება.

მეცადინეობაზე ესწრებოდა ყველა მოსწავლე. მასწავლებელმა დაფაზე გამოაკრა წინასწარ რამდენიმე რიცხვის გამრავლების მაგალითები. მათ უნდა ამოეცნოთ ბოლო რიცხვის არითმეტიკის წესის საშუალებით ნამრავლის ბოლო ციფრი. ამის შემდეგ მასწავლებელმა შესთავაზა ნულით დაბოლოებული რამდენიმე რიცხვი და მოსწავლეებს ზეპირად უნდა გაემრავლებინათ ეს რიცხვები და უნდა დაედგინათ შედეგი რამდენი ნულით დაბოლოვდებოდა. გაკვეთილმა ძალზედ საინტერესოდ ჩაიარა. 
12.
თემა: შეჯამება.

ამ გაკვეთილზე კიდევ ერთხელ მოკლედ მიმოვიხილეთ ის თემები, რომლებსაც ითვალისწინებდა საწრეო მუშაობა. კონკრეტულად რიცხვები, მათემატიკა ადამიანის ცხოვრებაში, სიგრძის ფართობის ერთეულები, სივრცული ფიგურები და ა.შ.
გაკვეტილი წარიმართა კითხვა-პასუხის მეთოდით. მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს წრის მუშაობის შესახებ. მათ სურვილი გამოთქვეს, რომ ამგვარ ღონისძიებაში კვლავ მიიღებენ მონაწილეობას. საწრეო მუშაობამ მოსწავლეებს განუვითარა სწავლა-სწავლების, მათემატიკის პრაქტიკაში გამოყენების უნარები.


რეფლექსია:

2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრში შეიქმნა მათემატიკის წრე სათაურით "მათემატიკა ცხოვრებაში". მასში გაერთიანდნენ მეექვსე-მეშვიდე კლასის მოსწავლეები. წრის მეცადინეობები გეგმით ითვალისწინებდა ორ კვირაში ერთხელ ჩატარებას, მაგრამ მოსწავლეთა მოთხოვნის გამო კვირაში ერთხელ ტარდებოდა აღნიშნული მეცადინეობები. წრეზე განხილული იყო ის საკითხები, რომელიც ემსახურებოდა მოსწავლის, როგორც სააზროვნო, ისე სწავლა-სწავლების უნარების განვითარებას, წრის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება, ისტის მიხედვით ინფორმაციის მოძიება და გამოყენება, კომუნიკაციის უნარის გამოყენება, მოტივაციის ამაღლება და მათემატიკის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მეექვსე-მეშვდე კლასებში ისწავლება ისეტი საკითხები, რომლებიც მოითხოვს სიღრმისეულად სესწავლად, ამასთან ერთად ეს საკითხები ცხოვრებისეულია. მაგალითად: წონის, ფართობის, მოცულობის, სიგრძის ერთეულები, მათი გადაყვანა ერთი სიდიდიდან მეორეში და ა.შ.
თავდაპირველად ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებში ჩამენერგა საკუთარი ძალების რწმენა და გამომემუშავებინა მათთვის დადებითი დამოკიდებულება საგნისადმი. ამ მიზნით სამუშაოს დაწყებამდე ვაფრთხილებდი მოსალოდნელი მეცადინეობების შესახებ და გზადაგზა ვამეორებინებდი ამა თუ იმ წესს, ხშირად ვეუბნებოდი, რომ შეცდომის არ უნდა გვეშინოდეს, რადგან ეს სწავლის განუყოფელი მაწილია, მთავარია სეგვეძლოს მათი გამოვლენა, გამოსწორება და ანალიზი. მოსწავლეები ზადაგზა აკვირდებოდნენ თავის ნამუშევრებს, მათში არსებულ შეცდომებს და მსჯელობის გზით მიდიოდნენ სწორ პასუხამდე. მოსწავლეები ყოველთვის ხალისით რჩებოდნენ მეცადინებებზე, ასრულებდნენ სავარჯიშოებს. ხანდახან ხდებოდა სამუშაო გეგმის შეცვლაც, თვითონ მოსწავლეები ცდილობდნენ შემოეთავაზებინათ სხვა თემები. მიუხედვად ამისა საწრეო მუშაობამ მიზანს მიაღწია და ხელი შეუწყო საგნის პოპულარიზაციას, სკოლაში უფრო მეტმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი წრეში ჩართვის მიზნით. ისინი პრაქტიკულად ქმნიდნენ სხვადასხვა სახის რესურსებს. საწრეო მუშაობის დაწყებამდე შევხვდი მშობლებს, გავაცანი პროგრამა და მეცადინეობების ჩატარების განრიგი. მსგავსი საწრეო მუშაობის შემთხვევაში კიდევ უფრო ჩამოვყალიბდები, დავადგენ მოსწავლეთა საჭიროებებსა და შესაძლებლობებს და მუშაობასაც შესაბამისად წარვმართავ.



მოსწავლეთა და მშობელთა ანკეტური გამოკითხვის შედეგები ასეთია:
მშობლები: 15-დან საუკეთესო 12 მშობელი; კარგი 2მშობელი; საშუალო 1 მშობელი.
მოსწავლეები: საუკეთესო 13 მოსწავლე; კარგი 2 მოსწავლე; საშუალო 1 მოსწავლე.
მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა.

მოსწავლეები
17.01
31.01
14.02
28.02
14.03
28.03
11.04
25.04
10.05
23.05
06.06
13.06
მარიამ ბუხრაძე
+
+
+
+
-
+
+
+
+
-
+
+
ნინო კეჩხუაშვილი
+
+
+
+
+
+
-
+
+
+
+
+
ნინო მელქუაშვილი
+
+
-
+

+
+
+
+
+
+
+
+
ლალი მელქუაშვილი
+
-
+
+
+
+
+
+
+
+
+
+
მარიამ ჯოლბორჯი
+
+
+
-
+
+
+
+
+
+
+
+
მაია ჯოლბორდი
+
+
+
-
+
+
+
+
+
+
+
+
ქეთინო მელქუაშვილი
+
+
+
+
+
-
+
+
+
+
+
+
ქრისტინე მელქუაშვილი
+
+
+
+
+
+
+
+
+
+
+
+
ანანო კოპაძე
+
+
+
-
+
+
+
+
+
+
+
+
მიხეილ კეჩხუაშვილი
+
+
-
+
+
+
+
+
+
+
+
+
ეთერ დურული
+
+
+
+
-
+
+
+
+
+
+
+
ტატო სუხიტაშვილი
+
-
+
+
+
+
+
+
+
+
+
+
სალომე ჯავახიშვილი
+
+
+
+
+
+
+
+
+
+
+
+
მარიამ ლომსაძე
+
+
+
+
+
+
+
+
+
+
+
+
გვანცა ლაფაჩი
+
+
+
+
-
+
+
+
+
+
+
+